logo
ENG



მასწავლებელ ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ

05 მაი 202421:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/05/q1xjosvxwceglqx.jpg

მასწავლებელ ლადო აფხაზავას ლანჩხუთში თავს დაესხნენ.

აფხაზავამ ფორმულას უთხრა, რომ მას კორპუსის სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, დაარტყეს თანმხლებსაც, რომლის მეურვეც თავად აფხაზავაა.

აფხაზავა ამბობს, რომ თავდამსხმელები მას ნაცს ეძახდნენ. ის ახლა პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

მოგვიანებით აფხაზავამ ნეტგაზეთთან თქვა, რომ "ალბათ, აქციებში მონაწილეობის გამო" დაესხნენ თავს.

"სიტყვით გამოვდივარ, რუსულ კანონს ვაპროტესტებ... თუმცა, რა შემაშინებს, ჩვენ ვერავინ ვერ შეგვაშინებს", - ამბობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა