logo
ENG



მასწავლებლის სახლი სუს-ს გადაეცემა - შაშკინი

17 ივნ 202013:27
3 წუთის საკითხავი
 
byxi9ri4sfkcy78.png

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლების სახლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემის ფაქტს ეხმიანება. მისი თქმით, სახლი 2011 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მუშაობის სპეციფიკის გასაცნობად წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი დელეგაცია ჩამოდიოდა.

შაშკინის აზრით, ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ არაფერს აკეთებს განათლების სისტემაში ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ასევე განათლებულ ხალხს ვერ იტანს. ამის გამოვლინებად განათლების ყოფილი მინისტრი  წელს 127 მილიონით შემცირებულ  განათლების ბიუჯეტს ასახელებს.

„ეს ცენტრი აშენებულია 2011 წელს, რომლის მუშაობის გასაცნობად საქართველოში ჩამოდიოდნენ როგორც შუა აზიიდან, ასევე უკრაინიდან, ბელარუსიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან დელეგაციები, რომ გაეცნოთ ეს ქართული ნოუჰაუ. ეს იყო ცენტრები, სადაც იყო კონცენტრირებული საუკეთესო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები და ყველანაირი რესურსი იყო მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.


close დახურვა