მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" პარლამენტთან აქციას მართავს და საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელების პიკეტირებას აპირებს. აქციის მონაწილეების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. აქტივისტი გიგა მაქარაშვილი კანონპროექტის ჩაგდების გამო, ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს და მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
"პარლამენტში უბედურება მოხდა. დავიწყებთ იმით, რომ ცენტრალურ გამოსასვლელს გადავკეტავთ, რომ ამ ნაძირლებმა მინიმუმ დისკომფორტი იგრძნონ. ამ ნანატრ არჩევნებს „ქართულ ოცნებას“ არ დავუთმობთ. ეს არის ღალატი. უნდა ვიმოქმედოთ. ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, უბრალოდ ამ წამიდან "ქართული ოცნება" მის მიერ გამოცხადებულ ომზე მოსახლეობასთან, მიიღებს პასუხს. ყველანი უნდა მოხვიდეთ პარლამენტთან. გვაქვს შანსი, რომ რუსეთისკენ არ წავიდეთ და ამ შანსს მეორედ არ მივიღებთ. ერთად დავიცვათ პროპორციული არჩევნები. ეს დადგმული პროვოკაციაა", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.