logo
ENG



მაქარაშვილი: ამ წამიდან ვიკრიბებით, სანამ პროპორციულ არჩევნებს არ მივიღებთ

13 ნოე 201915:21
3 წუთის საკითხავი
 
qv18a0oqf8ka617.jpg

აქცია „სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე კენჭისყრის გადადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სანამ „ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ დამტკიცდება, სახლში ჯდომა დანაშაულია.

მაქარაშვილის თქმით, ახლა არის საქართველოს ისტორიის ბოლო ათწლეულებში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი.

„ერთადერთი ამბავია, რომ ჩვენ არ ვართ მოძალადე ჯგუფი, რომელიც ანგრევს და ამახინჯებს ხალხს. გვჭირდება მცირე დრო, რომ დავაორგანიზოთ. აქცია გაიმართება 7 საათზე აქ დიდი ალბათობით. „ქართული ოცნება“ თავისივე ინიცირებულ, ჩვენს მიერ მოპოვებულ, პროპორციულ არჩევნებს ვერ უჭერს მხარს, ზედიზედ ორჯერ გადადეს და არავინ იცის რა იქნება ხვალ თუ დღეს. სანამ ეს უნამუსო მთავრობა არ დაამტკიცებს პროპორციულ არჩევნებს, სახლში ჯდომა არ შეიძლება, სახლში ჯდომა დანაშაულია, ეს ყველაზე გადამწყვეტი მომენტია, რაც ბოლო ათწლეულში საქართველოში ყოფილა. ეს ივანიშვილის მხრიდან ვა-ბანკია და ვა-ბანკზე ვა-ბანკით ვუპასუხებთ. ამ წამიდან ვიკრიბებით, სანამ პროპორციულ არჩევნებს არ მივიღებთ," - განაცხადა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მიმდინარეობდა სესია, რომელზეც დეპუტატებს კენჭი უნდა ეყარათ ცვლილებისთვის - საპარლამენტო სისტემა გადავიდეს მაჟორიტარულიდან პროპროციულ მოდელზე.

კენჭისყრა ხვალ, 14 ნოემბერს შედგება.


close დახურვა