logo
ENG



მაღალი ძაბვის ხაზის დაზიანების გამო, 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი გაჩერდა

23 ოქტ 202123:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/23/spmjqgp397pwn8s.jpg

სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი ხაზი გაწყდა, რის გამოც 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი გაჩერებულია. 

როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მაღალი ძაბვის გაწყვეტილი ხაზი დაეცა რკინიგზის საკონტაქტო ხაზს და დააზიანა.

შედეგად გაჩერებულია შემდეგი მიმართულებების მატარებლები: თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი, ზუგდიდი-თბილისი.

"სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.პარალელურად კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა