
რეისების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება.
"საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ ხვალ 1 მარტს შესრულდება შემდეგი რეისები:
- №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
- №874 თბილისი-ფოთი.
2 მარტიდან დაიწყებს მოძრაობას:
- №874 /873 თბილისი-ფოთი-თბილისი (ორივე მიმართულება);
ჩვეულ განრიგში ასრულებს რეისებს:
- №802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი;
- №804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი;
ასევე გაცნობებთ, რომ 1-2 მარტს უამინდობის გამო უქმდება რამდენიმე რესი, კერძოდ:
- №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
- №618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
- №686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
- №682/681 ქუთაისი-ბათუმი;
- №684/683 ქუთაისი-ბათუმი;
- №613/614 ბათუმი-ოზურგეთი;
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად აგინაზღაურდებათ,"- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.