მაშველებმა ასპინძაში, მდინარე მტკვარში მოზარდის ცხედარი იპოვეს.
"სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მეხანძრე–მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს", - უთხრეს ფორმულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
როგორც ადგილობრივი მედია sknews წერს, მაშველები მოზარდს გუშინ, 9 ივნისიდან ეძებდნენ. გამოცემის ცნობით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან, მდინარეში ბანაობდნენ, როცა ერთ–ერთ მათგანს ფეხი დაუცურდა, წყალში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.