მაშველებმა და მედიკოსებმა ესპანეთში ტაშითა და სირენებით გადაუხადეს ერთმანეთს მადლობა. სპონტანური პერფორმანსი მადრიდის ხიმენეს დიასის ფონდის საავადმყოფოსთან მოეწყო, სადაც სამაშველო სამსახურებმა და სამართლადამცველებმა გასულ ღამეს ათობით ადამიანი მიიყვანეს.
ესპანეთი მესამე ქვეყანაა მსოფლიოში დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით. სამედიცინო პერსონალს და საგანგებო სამსახურებს შეუსვენებლად მუშაობა დღეების განმავლობაში უწევთ.