logo
ENG



მაჩალიკაშვილების ადვოკატი: არაა გამორიცხული გომელაურის ბრალეულობა გამოიკვეთოს

26 ოქტ 201916:02
3 წუთის საკითხავი
 
xylejivrvw8w2h1.jpg

პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობად აფასებს ვახტანგ გომელაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას მაჩალიკაშვილების ადვოკატი.

ოჯახის ინტერესების დამცველის თქმით, პროკურატურის მიერ მიცემულ ჩვენებაში გომელაური აღნიშნავს, რომ სპეცოპერაციის ჩატარების ბრძანება მან გასცა და რომ სპეცრაზმელი პროპორციულად მოიქცა, თუმცა რა ფაქტორებმა განაპირობა ეს ქმედება, სუს-ის მაშინდელ ხელმძღვანელს დაკონკრეტებული არ აქვს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ სპეცოპერაციის დროს სტანდარტები დაირღვა. 

„გომელაური უთითებს, რომ სპეცოპერაცია დაიგეგმა მისი უშუალო მონაწილეობით, რაც თავისთავად არ გამორიცხავს მის ბრალეულობას. გომელაური ჩვენებაში ამბობს, რომ პროპორციული ძალა იყო გამოყენებული, თუმცა რა კრიტერიუმებით შეფასდა ძალის პროპორციულობა, ამაზე გომელაური არაფერს ამბობს, რაც, ცხადია, პრობლემურია" - ამბობს ადვოკატი.

თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ სახლში 2017 წლის დეკემბერში მოკლეს.  როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, სპეც. ოპერაციის ჩატარებისას შეცდომა დაუშვეს და თემირლანი სხვაში აერიათ. ოჯახი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.


close დახურვა