logo
ENG



მაჩალიკაშვილის საქმეზე გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე დაკითხეს

22 ოქტ 201914:16
3 წუთის საკითხავი
 
qieudp8ui4wi9zj.jpg

გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. ამ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 
სააგენტოს ინფორმაციით, გომელაურმა, გოგაშვილმა და ჩიმაკაძემ საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს.

გენერალურ პროკურატურაში არ უარყოფენ, რომ საქმეზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხნენ, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ „გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით."


close დახურვა