logo
ENG



მაჩალიკაშვილის საქმე

15 ივლ 202220:33
3 წუთის საკითხავი
 

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მკვლელობიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ დაუბრუნეს კომპიუტერის პროცესორი, მობილური ტელეფონი და სახლიდან ამოღებული თანხა - 8 ათასი ევრო. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ტელეფონში დაბლოკილია წვდომა სოციალურ ქსელებზე - ოჯახი ვერ ახერხებს შევიდეს  Whatssapp-სა და ფეისბუქის მესენჯერში. არადა სუსი წლების განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ თითქოს მიმოწერით დასტურდებოდა მაჩალიკაშვილს კავშირი ტერორისტ ახმედ ჩატაევის დაჯგუფებასთან. მალხაზ მაჩალიკაშვილის განმარტებით, ფაქტმა, რომ პროგრამებში შესვლა ვერ ხერხდება, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქმის სიყალბე და ის, რომ არანაირი კომუნიკაცია ტერორისტებთან არ არსებობდა.


close დახურვა