![მახინჯაურში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა](/uploads/news/Police-Line232312.jpg)
მახინჯაურში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.