"ლეიბორისტულ" პარტიაში მთავრობის იმ ინიციატივას გამოეხმაურნენ, რომელიც იპოთეკური სესხები თანადაფინანსებას გულისხმობს.
ლაშა ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ შეზღუდული ფინანსური რესურსი უმჯობესია, უსახლკარო ადამიანებისათვის საცხოვრებელის შეძენას მოხმარდეს. ლეიბორისტები მთავრობის ამ ინიციატივაში კორუფციის ნიშნებსაც ხედავენ.
"მაშინ როდესაც უსახლკაროებს საკუთარი ხელით ნაშენ ქოხებს უნგრევენ, ჩვენი ხალხის, მშიერი ხალხის ბიუჯეტით გადაწყვიტა მთავრობამ შეუძინოს ბინები მდიდრებს. ეს არის მიუღებელი. მოვითხოვთ თანხა მოხმარდეს არა ბინების დაფინანსებას, არამედ უსახლკაროებისთვის სახლების მშენებლობას. ეს კონსტიტუციური ვალდებულებაა, მაგრამ წლების განმავლობაში რჩება მხოლოდ ქაღალდზე. ზუსტად იმ დღეს, როდესაც ეს ანომალიური განცხადება გაკეთდა, კალაძემ და ივანიშვილმა დაიწყეს უსახლკაროების სახლების დანგრევა", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.