![მდინარაძე: არც თუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური](/uploads/news/მამუკა მდინარაძე5454545454333.jpg)
აქვე დაგიდასტურებთ რომ არც თუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური. ეს არ იქნება ვთქვათ ნახევარი რაიონები, მაგრამ შესაძლებელია 10-15, მე ზუსტი მონაცემები მე არ ვიცი, მაგრამ ეს არ იქნება ორი და სამი და არც ვთქვათ 30.
თბილისს რაც შეეხება, იცით, რომ ეგზიტპოლის მონაცემებით 51%-ზე ცოტა მეტია. 3%-იანი ცდომილების გათვალისწინებით, გადაჭრით არაფრის თქმა არ შეგვიძლია. ჩვენი სურვილი იქნება, რომ ეგზიტპოლი შეცდეს ამ 3%-ის ფარგლებში, რომ იყოს მეტი, მაგრამ არაფერია გამორიცხული. შეიძლება იყოს ნაკლები. გადაჭრით არაფრის თქმა არ შეგვიძლია.