logo
ENG



მდინარაძე: დაგვჭირდება რამდენიმე დღე რომ მრავალმანდატიან სისტემაზე ვისაუბროთ

09 დეკ 201918:04
3 წუთის საკითხავი
 
dgopqw3h9shxzrb.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიცია-ხელუსუფლების გუშინდელ შეხვედრას ეხმაურება. მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ გუნდი სავარაუდოდ კვირის ბოლომდე მრავალმანდატიან საარჩევნო სისტემას განიხილავს და გარკვეულ პოზიციაზე შეჯერდება. მისივე თქმით, ხსენებული საკითხის დეტალურად განხილვა დღევანდელ შეხვედრაზე არ მომხდარა. 

"კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ იყო გუშინდელი შეხვედრა. ბუნებრივია ამისთვის მადლობას ვუხდით საერთაშორისო პარტნიორებს. უმრავლესობის სხდომაზე გვქონდა მცირე დრო დარჩენილი იმისთვის, რომ ჩვენ ცოტა ზედაპირულად განგვეხილა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის საკითხი. თუმცა დეტალიზაცია დღეს ვერ მოვასწარით. დაგვჭირდება რამდენიმე დღე, რომ არა მხოლოდ მრავალმანდატიანზე, არამედ რადგან საუბარი წავიდა იმაზე, რომ მოდით გავწიოთ ე.წ. გერმანულზე მოდელზე საუბარი, გვაქვს საშუალება ვიფიქროთ მრავალ თემაზე, რომელიც იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი. კვირის განმავლობაში სავარაუდოდ უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. ჩემ პოზიციას ჯერ ვერ დავაფიქსირებ. დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და უმრავლესობის წევრებსა და საზოგადოებას ამ პოზიციით ვერ დავტვირთავთ. მაჟორიტარული სისტემის ქვეშ, იმ 73 მანდატის განაწილების წესი შეიძლება დარეგულირდეს კანონით მრავალგვარად. ყველა შესაძლო ვერსიაზე ვისაუბრებთ", - განაცხადა მდინარაძემ. 

 


close დახურვა