ამ ფონზე ექიმებზე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე და მის ხელმძღვანელზე - ჯანდაცვის მინისტრზე მიზანმიმართული შეტევა, მით უმეტეს, რომ ეს რიგ შემთხვევებში გამოგონილი ისტორიების დაბრალების გზით ხდება, ჯანდაცვის მინისტრისა და მთლიანად სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, არა უბრალოდ არასწორია, არამედ გამოდის, რომ მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა.
სამწუხაროდ, ჩვენ არაერთი ფაქტი ვიხილეთ, ის ადამიანები, ვინც დღეს ჯანდაცვის სისტემის წინააღმდეგ იბრძვიან, როგორ აწყობდნენ თავყრილობებს ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე. გახსოვთ, რომ ამასთან დაკავშირებით არაერთი გაფრთხილება იყო, როგორც სპეციალისტების, ისე ჩვენი მხრიდანაც.