logo
ENG



მდინარაძე ზურაბიშვილზე: სადაც ევროპულობისათვის უნდა გააკეთოს საქმე, იქ აფუჭებს

08 სექ 202318:27
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე ზურაბიშვილზე: სადაც ევროპულობისათვის უნდა გააკეთოს საქმე, იქ აფუჭებს
ფოტო: ვახო ქარელი

78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროინტეგრაციის გზაზე, საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სტრუქტურებზე, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამ სიტყვებს თუ გამოვტოვებთ, შემდეგ მივიღებთ შეცდომით მოცემულობას და მანიპულირებას, რაც, სამწუხაროდ, გუშინ ქალბატონმა სალომემ გააკეთა. ანუ თავისი უფლებამოსილება იცით რას ნიშნავს? მაგალითად, ქალბატონ სალომეს ევალება, რომ პრეზიდენტის იმ უფლებამოსილებაში რაც არის, რაც უწერია კონსტიტუციაში, ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციის გზაზე და რაც არ უწერია, იქ მიდის.

შენ რომ არ გეკითხება ადამიანი, იმ საქმეს არ უნდა აკეთებდე თუ ამის დელეგირებას მთავრობა მოგცემს, მაშინ უნდა აკეთებდეს. მაგალითად, მას შეუძლია პოზიტიური როლი შეიტანოს პოლარიზაციის პროცესში, იმ დროს, როდესაც აღვივებს პოლარიზაციას. მაგალითად, მას შეუძლია თავის ქვეყანას მხარი დაუჭიროს თავისი განცხადებებით, ამ დროს ის ამბობს, რომ არ ვიმსახურებდით და არც ახლა ვიმსახურებთ. ანუ, სადაც მან ევროპისათვის, ევროპულობისათვის, ამ ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისათვის უნდა გააკეთოს საქმე, იქ აფუჭებს და სადაც მისი საქმე არ არის, იქ ვაკეთებო, იბრალებს.


close დახურვა