logo
ENG



მდინარაძე მე-5 რაუნდზე: დამოკიდებულია კონკრეტული სუბიექტების მხრიდან კომპლექსების მოხსნაზე

30 დეკ 202015:47
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე მე-5 რაუნდზე: დამოკიდებულია კონკრეტული სუბიექტების მხრიდან კომპლექსების მოხსნაზე

ქართული ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოლაპარაკებების გაგრძელება და მე-5 რაუნდის ჩატარება პარტიების სუბიექტების მხრიდან "კომპლექსების მოხსნაზეა" დამოკიდებული. მისი მტკიცებით, ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს ევროპული საქართველო და გიგა ბოკერია აკომპლექსებთ.

"ჩემი წარმოდგენით, ეს დამოკიდებულია კონკრეტული პარტიების მხრიდან კომპლექსების მოხსნაზე. წარმოუდგენელია როგორ შეიძლება იყო ბოკერიას მიერ დალაგებული ნარატივის კომპლექსის ქვეშ, როდესაც საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი ჰქონდა პარტიაში და ისე დაალაგა პარტიული და პოლიტიკური მენეჯმენტი, რომ კატასტროფული შედეგი მიიღო.

დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ ადამიანის და მასთან ინტერესთა თანხვედრაში მყოფი ნაცმოძრაობის გავლენის, ზოგ შემთხვევაში ბულინიგ ქვეშ არიან კომპლექსით რომ მათ არ დაუძახონ მოღალატეები და ოპოზიციური ერთობის დამანგრევლები", - ამბობს მდინარაძე. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია - ქართული ოცნება მუშაობს. 


close დახურვა