logo
ENG



მდინარაძის განცხადება არის ტყუილი, ქართული ოცნება კი ხარჯავს ხალხის ფულს - ხატია დეკანოიძე

03 თებ 202018:18
3 წუთის საკითხავი
 
0k3z2ml51awgtd2.jpg

„ნაციონალური მოძრაობა“ მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება. ხატია დეკანოიძის განცხადებით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი და ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტზე ხელს არა ბათუ ქუთელია, არამედ პარტიის აღმასრულებელი მდივანი აწერს.

ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტიდან ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მმართველ პარტიას აქვს გაფორმებული კონტრაქტი, რომელშიც ის იხდის ხალხის ფულს.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე მდინარაძის განცხადებაზე. ამ გაბანკროტებულ ძალას, „ქართულ ოცნებას“, აღარ დარჩა არანაირი პოზიტივი საერთაშორისო პარტნიორებთან. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ მდინარაძე ტყუის კონტრაქტზე - ის ნამდვილადაა გაფორმებული, მაგრამ მასზე არ არის ბათუ ქუთელიას ხელმოწერა. აქ არის ხელმოწერა პარტიის აღმასრულებელი მდივნის. ეს ყველაფერი არის ბოდვა. ყველაზე მნიშვნელოვანი - მე თან მაქვს „ქართული ოცნების“ მიერ გაფორმებული კონტრაქტი, რომელშიც ივანიშვილი იხდის ხალხის ფულს, 2 მილიონ დოლარს. ეს არის კონტრაქტი, რომელშიც არაფერი წერია ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციაზე, დეოკუპაციაზე - 2 მილიონი ლარი იხარჯება მაშინ, როცა ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია. რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ლობისტური კომპანია, როცა აშშ-ში საელჩო მუშაობს ივანიშვილის ინტერესების დასაცავად და არა საქართველოს ინტერესებისთვის. როცა მდინარაძე ისაუბრებს ოროსანივით ტყუილებზე, დაფიქრდეს იმაზე, რაში იხარჯება ადამიანების ფული“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

​შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ბათუ ქუთელია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ ამერიკელ პარტნიორებს შორის შუამავლობაში დასდო ბრალი.


close დახურვა