logo
ENG



მედვედევი: თბილისში ყველა ამ აქციის უკან ყველასთვის ნაცნობი "ჰოლივუდის ხელი" ჩანს

17 აპრ 202412:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/17/ku2i20i9exwu8k2.jpg

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებს ეხმაურება.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი თავის Telegram არხზე წერს, რომ ვინც თბილისში განვითარებულ მოვლენებს, სპონტანურ პროტესტს უწოდებს, "პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ სარკეს" და დაამატა, რომ ამ აქციების უკან "ყველასთვის გამოცდილი და ნაცნობი ჰოლივუდის ხელი ჩანს."

"მთავარი, რაც პროტესტანტებს არ მოსწონთ გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, არის ის, რომ ის, რომ ამ კანონს ისინი რუსულ იდეად და არა დასავლური ინიციატივად ხედავენ", - წერს მედვედევი.

მედვედევი აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ის ღირებულებები განსხვავდება და რადგანაც შავი ზღვა არ არის ატლანტიკური, საქართველო არ არის ჯორჯია.

"ერთი წლის წინ, სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მისი ოფიციალური წარმომადგენლის პრაისის მეშვეობით, განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამჟამინდელი კანონის წინა ვერსია გაიწვია, იმის გამო, რომ დოკუმენტი "შეუთავსებელი ევროატლანტიკურ ღირებულებებთან" შეუთავსებელი იყო. კარგი, დიახ, მართალია. ღირებულებები განსხვავებულია. შავი ზღვა არ არის ატლანტიკური, საქართველო არ არის ჯორჯია, მიუხედავად სახელების მსგავსებისა", - თქვა მედვედევმა Telegram-ზე.

განსხვავებით დასავლური ქვეყნების "მსგავსი" კანონმდებლობისა, მედვედევის თქმით, ქართული, ყირგიზული ან რუსული "სრულიად ლოიალური" კანონი ნებას რთავს უცხოელ აგენტებს წარმართონ თავისი საქმიანობა და ასევე, "სავსებით სამართლიანად" მოითხოვს მათგან გამჭვირვალობას ხელს უშლის ფარულ უკანონო საგარეო ჩარევას სახელმწიფოს შიდა საქმეებში, მის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში.


close დახურვა