ფორმულას წამყვან ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმა საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს კვლევაშიც მოხვდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სწორედ ძალადობრივი ინციდენტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება, ასევე მმართველი პარტიის წევრთა აგრესიული რიტორიკა ჟურნალისტების მიმართ ადასტურებს, რამდენად საშიში ხდება ქვეყანაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობა. ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებს საერთაშორისო გამჭვირვალობა ხელისუფლების რიტორიკით ხსნის. ორგანიზაციის კვლევაში ვკითხულობთ, რომ კრიტიკულ მედიებზე თავდასხმები ოცნების ძალადობრივი რიტორიკის გამოძახილია.
მედიაზე ზეწოლის ფაქტები TI-ის კვლევაში
31 მაი 202121:01
3 წუთის საკითხავი