logo
ENG



მედიაკოალიცია ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მიიჩნევს

13 ივლ 202113:24
3 წუთის საკითხავი
 

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მიიჩნევს. 

მედია-ორგანიზაციების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი აბსანძე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

ირაკლი აბსანძე 12 ივლისის საღამოს, ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევდა. დაკავების დროს მას შემოახიეს მაისური და მოტეხეს ხელი. 

მედია კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • მედიაკლუბი
  • Alliance of Broadcasters - Georgia / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • მედიის განვითარების ფონდი MDF
  • Media Development FoundationMedia Rights • მედიის უფლებები
  • ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
  • სატელევიზიო ქსელი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო 

close დახურვა