logo
ENG



მედიამენეჯერები პროკურატურაში დაბარებას მედიაზე ზეწოლად აფასებენ

05 ოქტ 201920:35
3 წუთის საკითხავი
 
40ianp092919c63.jpg

„ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ მედიამენეჯერები მათ პროკურატურაში დაბარებას კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აფასებენ. მოწმის სტატუსით დაბარებული მენეჯერები ამბობენ, რომ ბრალდებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და მიზანი ორი არხის მუშაობის შეფერხებაა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასვლის დღეს არხის გენერალური დირექტორი და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი პროკურატურაში დაიბარეს. შეკითხვები მათ „ინტერმედია პლუსისა“ და „რუსთავი 2“-ის საქმეზე დაუსვეს. მათი აზრით, ხელისუფლება თავისუფალ მედიაზე ზეწოლას ცდილობს.

კრიტიკული აზრის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ხელისუფლების ქმედებას „TV პირველის“ დირექტორიც. ვატო წერეთლის თქმით, მედიაზე ზეწოლა მხოლოდ დემოკრატიულ პროცესებს შეაფერხებს, თუმცა, კრიტიკულ მედიას ეს ვერ გააჩუმებს.

 


close დახურვა