logo
ENG



მედიაომბუდსმენი: აქციის გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნე 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა

01 მაი 202413:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/01/cupu93wrh040b74.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაომბუდსმენი აცხადებს, რომ გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას სამართალდამცავების სამიზნე 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა.

  •  სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ოპერატორს ნიკო კოკაიას.
  • სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა პუბლიკა Publika ჟურნალისტებს ლიკა ზაკაშვილს და მამუკა მგალობლიშვილს.
  • სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტებს და ოპერატორებს: ნანუკა ქაჯაიას და დავით ბერაძეს ასევე ეშლებოდათ ხელი საქმიანობაში გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს.
  • სპეცრაზმელებმა სცემეს ონლაინგამოცემა აი, ფაქტი • ifact.ge ჟურნალისტი რობი ზარიძე.
  • თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა CNews Exclusive • ახალი ამბები ჟურნალისტი გიგა გელხვიიძე.

მედიაომბუდსმენი წერს, რომ ჟურნალისტების და ოპერატორების ინტერესებიდან გამომდინარე, მიმართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს და უწყებას სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა. 


close დახურვა