logo
ENG



მედია, როგორც სამიზნე

31 ოქტ 202120:45
3 წუთის საკითხავი
 

არჩევნების მეორე ტურის მთავარი სამიზნე მედია და დამკვირვებლები იყვნენ. ქართული ოცნების მხარდამჭერები ქვებს ესროდნენ მედიას, დეპუტატები კი საარჩევნო უბნებზე ემუქრებოდნენ. 

დაუსჯელობის სინდრომის ნათელი მაგალითია ზუგდიდში ისევ ელექტროშოკიანი კაცის გამოჩენა, იმ ყოფილი სპორტსმენის, რომელიც ჯერ კიდევ პირველი ტურის დროს სალომე ჩადუნელს ელექტროშოკით დაემუქრა. გამოძიება დაწყებულია ჯამში ათეულობით ახალ საქმეზე, მაგრამ ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის ის პირიც კი, ვინც კამერების თანდასწრებით ნიკა მელიას ზურგიდან მიპარვით ჩაარტყა. 


close დახურვა