მედიის ინფორმაციით, აზოვის ზღვასა და ოდესაში შავი ზღვის ფლოტის სადესანტო ძალების ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას როიტერსი ინტერფაქსზე დაყრდნობით ავრცელებს.
"აზოვის ზღვასა და ოდესაში შავი ზღვის ფლოტის ძალების სადესანტო ოპერაცია მიმდინარეობს", - წერს გამოცემა.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამ წუთებში აფეთქების ხმები ისმის დედაქალაქ კიევში, ასევე, ხარკოვში, ოდესასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.