logo
ENG



მედია: ოკუპირებული აფხაზეთის მაღალჩინოსნები თანამდებობას ტოვებენ

05 სექ 202312:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/05/lsvanrk9bdiu6bm.jpg

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჯანსუხ ნანბამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური D News და სხვა ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

"ჩვენი წყაროების ცნობით, არძინბამ თანამშრომლებს უკვე განუცხადა, რომ ტოვებს მინისტრის პოსტს და ბრუნდება რუსეთში", - ნათქვამია მედიის განცხადებაში.

არძინბასთან ერთად თანამდებობას აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ჯანსუხ ნანბაც ტოვებს. 

"პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჯანსუხ ნანბამ 4 სექტემბერს ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა", - წერს Interfax ბჟანიას ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. 

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, მაღალჩინოსნების გადადგომა ჯერ არ დაუკმაყოფილებია.

არძინბა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, ხოლო ნანბა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2022 წლიდან ხელმძღვანელობდა. 


close დახურვა