logo
ENG



პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცა

30 სექ 202613:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/30/uzaovvye00ecdko.jpeg

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას ე.წ. „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა.

მისალოც ტელეგრამაში პუტინმა განაცხადა, რომ ეს დღე აფხაზი ხალხის „სიმტკიცის, გამბედაობისა და ერთიანობის სიმბოლოა“.

„ეს ღირსშესანიშნავი დღესასწაული აფხაზი ხალხის სიმტკიცის, გამბედაობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რომელმაც დაიცვა თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების კანონიერი უფლება“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები „მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“ და გამოთქვა იმედი, რომ ისინი მომავალშიც გაძლიერდება.

პუტინის განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერას „სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების“ გადაწყვეტაში.

მისალოც წერილში რუსეთის პრეზიდენტმა ბადრა გუნბას ჯანმრთელობა და წარმატებები, აფხაზეთის მოსახლეობას კი ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა.

ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის მილოცვის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის სააგენტო „Апсныпресс“-მა გაავრცელა. 

 


close დახურვა