logo
ENG



მედია: ორსული ქალი, რომელიც დაბომბვის დროს მარიუპოლში სამშობიაროში დაიჭრა, გარდაიცვალა

14 მარ 202210:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/14/uk46jpv3m4bbarh.png

ორსული ქალი, რომელიც დაბომბვის დროს მარიუპოლში სამშობიაროში დაიჭრა, გარდაიცვალა. 

ინფორმაცია ჟურნალისტმა ასია დოლინამ გაავრცელა. 

ის პირველი ქალია, რომლის ფოტოებიც რუსების თავდასხმის შემდეგ მარიუპოლის კლინიკდან გავრცელდა.

დაიღუპა მისი მუცლად მყოფი შვილიც. 

ფოტოები AP-ის ფოტოგრაფმა, ევგენი მალოლეტკამ გადაიღო. ქალის გარდაცვალების შესახებ ცნობა მანაც დაადასტურა. 

რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ მარიუპოლის დაბომბილ სამშობიაროში ორსული ქალები არ იყვნენ, ხოლო ვინც იყო, მსახიობობდა


close დახურვა