სხვადასხვა რუსული Telegram-არხისა და მედიის ინფორმაციით, პოლიტიკოსს ვლადიმირ ჟირინოვსკის თავის ტვინის ანთება განუვითარდა.
გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ჟირინოვსკის ჟანგბადი მაღალი დონის ვენტილატორით მიეწოდება, ხოლო რაც შეეხება მის მდგომარეობას პოლიტიკოსი სტაბილურად მძიმეა.
აღსანიშნავია, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ჟირინოვსკის დამძიმებულ მდგომარეობას ისევ უარყოფს. გარდა ამისა, პარტია აპირებს სარჩელი შეიტანოს ყველა იმ მედიის წინააღმდეგ, რომელიც მათი თქმით, ჟირინოვსკის ჯანმრთელობით სპეკულირებდა. ისინი აცხადებენ, რომ პარტია ასეთ მედიებთან თანამშრომლობასაც გაწყვიტავს.
ჟირინოვსკის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროშიც გაკეთდა, სადაც განაცხადეს, რომ პოლიტიკოსის მდგომარეობა სტაბილურია და "ექიმი ყველაფერს აკეთებე".
ვლადიმერ ჟირინოვსკის კლინიკაში გადაყვანა 2 თებერვალს მოხდა, თუმცა რუსულ მედიაში ინფორმაციამ მხოლოდ 9 თებერვალს გაჟონა. პოლიტიკოსს კორონავირუსის ფონზე ორმხრივი პნევმონია განუვითარდა. მოგვიანებით მედიამ დაწერა, რომ ჟირინოვსკის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა, ის ახლობლებს ვერ ცნობდა და ექიმები აგრეთვე მის უცხოეთში გადაყვანას ფიქრობდნენ, თუმცა პარტიაში ეს ინფორმაციაც უარყვეს.