logo
ENG



მედიის წინააღმდეგ - შაბათის ფორმულა

03 დეკ 202220:28
3 წუთის საკითხავი
 

გადამწყვეტი შეტევა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და ფორმულას საქმე - რომელზეც განაჩენი სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, ზუსტად 3 დღეში, 6 დეკემბერს უნდა გამოაცხადოს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიების მთავარი სამიზნე, ახლა სწორედ დავით კეზერაშვილი, ამ არხის დამფუძნებელი და ტელეკომპანია ფორმულაა, ამიტომ იოლი გამოსაცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ოლიგარქის სასამართლო, სადაც ორი ინსტანციის გადაწყვეტილება ჯერ ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა, ერთ დღეში ამოაყირავა, შემდეგ კი ახალი პროცესების პარალელურად, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საკანონმდებლო შტურმი და პიარ შეტევა სრული სიმძლავრით დაიწყო.


close დახურვა