logo
ENG



მედიკოსების ინფიცირების თავიდან აცილება შეუძლებელია, ეს კიდევ მოხდება - იმნაძე

06 აპრ 202013:02
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე თბილისის ზღვის კლინიკის 2 ინფიცირებული მედიკოსის საკითხს ეხმაურება. 

როგორც იმნაძემ განმარტა, მედიკოსები კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში ბრძოლის წინა ხაზზე არიან და შესაბამისად მათი ინფიცირების ფაქტები გარდაუვალია. 

"ყველა ახალი შემთხვევა ამათი უმრავლესობა დაკავშირებულია უკვე ცნობილ კლასტერებთან, შეიძლება გადაიკვეთოს 2 კლასტერი ერთმანეთთან. ახალ შემთხვევაში 2 საყურადღებო შემთხვევა გვაქვს. მედპერსონალს რაც შეეხება, ჩვენ ვიცით სამწუხარო რეალობა, რომ ბევრ ქვეყანაში მედპერსონალი პირველი რისკის ქვეშ არის, ამიტომ ჩვენც გვაქვს ეს შემთხვევები, მათ შორის როგორც დამხმარე პერსონალი, ასევე ექიმი, ექთანი, ეს კიდევ მოხდება იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან ძნელია იმ წესის ზედმიწევნით დაცვა, ოდნავ დარღვევაც კი შეიძლება გახდეს ინფიცირების წყარო, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია", - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით სულ 5 მედიკოსია დაინფიცირებული. მათ შორის ორი ინფიცირების ფაქტი დღეს გახდა ცნობილი. ისინი თბილისის ზღვის კლინიკის თანამშრომლები არიან. 


close დახურვა