საქართველოს მოქალაქეა ტოგოს სანაპიროსთან გატაცებული ხომალდის ეკიპაჟის წევრებს შორის. ტანკერი საბერძნეთის დროშის ქვეშ ცურავდა. ბორტზე ფილიპინების ორი და საბერძნეთის ერთი მოქალაქეცაა.
დასავლეთ აფრიკის საზღვაო ძალების ცნობით, ხომალდის გატაცებისას მეკობრეებთან დაპირისპირებაც მოხდა, დაიჭრა დაცვის ერთი წევრი. ტანკერი „ ელკა არისტოტელე" ლომის პორტიდან 18 კილომეტრის დაშორებით ცურავდა.