ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი "საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე" კარტოგრაფ ივერი მელაშვილის გამოჩენას პროვოკაციას უწოდებს. ასე შეაფასა მან დავით გარეჯში მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა.
ვოლსკის განცხადებით, ის, რაც დავით გარეჯში მოხდა, "სერიოზულად დაგეგმილი" პროვოკაციაა.
"ივერი მელაშვილის გამოჩენა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე, ვთქვათ სავაჭრო ცენტრში, კონკრეტულ ტელევიზიასთან ერთად, ამ შემთხვევაშიც, მაგრამ უფრო სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ, როდესაც ერთი მხრივ სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ, მეორე - გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია და მესამე - დაპირისპირების ახალი კერა შეიქმნას, როდესაც ადამიანი, ვინც აცხადებდა, რომ საქართველოს არ განეკუთვნება დავით გარეჯის ტერიტორია, ეს ადამიანი იქნას გამოყენებული პროვოკაციის დაწყების ან გაჩაღების მიზნით", - თქვა ვოლსკიმ.
დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს გუშინ, 4 მაისს დაესხნენ. ისინი გადაცემა შაბათის მთავარისთვის სიუჟეტს ამზადებდნენ.
ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა. თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს.
- რას ყვება ჟურნალისტი ნინუცა კეკელია, წაიკითხეთ აქ.