ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისის მეტროს კონტრაქტი აქვს გაფორმებული რუსულ კომპანია Metrowagonmash-თან, რომელიც საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს.
მელია აცხადებს, რომ კომპანიას თბილისის მეტროსთვის, კონტრაქტის მიხედვით, 170 მილიონ ლარად 44 ვაგონი უნდა მოეწოდებინა.
ნიკა მელია აცხადებს, რომ Metrowagonmash სამხედრო-საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს. თბილისის მერია კი საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარით აფინანსებს რუსულ სამხედრო ინდუსტრიას.
„ეს კომპანია აწარმოებს რუსულ სამხედრო-საბრძოლო ტექნიკას და არის ფლაგმანი სამხედრო ინდუსტრიისა მუხლუხოებიან ჯავშანტრანსპორტის წარმოების მხრივ. ეს არაა უბრალოდ ჩვეულებრივი კომპანია.
"როცა მთელი დასავლეთი ცდილობს ფინანსური ნაკადები შეუწყვიტოს პუტინის რეჟიმს, რათა მან ვერ მოახერხოს სამხედრო ინდუსტრიის დაფინანსება, თქვენ, ჩვენი, თბილისელების სახელით 170 მილიონი ლარის ოდენობის კონტრაქტი გაქვთ გაფორმებული რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან და კონტრაქტს ცალმხრივად არ წყვეტთ კი არა, ხმასაც არ იღებთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მან თბილისის მერს, კახა კალაძეს ამ კონტრაქტის დაუყოვნებლივ ცალმხრივად შეწყვეტისკენ მოუწოდა.