logo
ENG



მელია: მმართველ გუნდს სურდა, ყველას მის ყალბ რეალობაში ეცხოვრა

23 იან 202022:25
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს დემოკრატიულ ხელისუფლებას ვეღარ უწოდებს.

მელიას თქმით, მმართველ გუნდს ყალბი რეალობა აქვს და უნდა ყველა ამ რეალობაში აცხოვროს.

„მმართველ გუნდს თავიანთი ყალბი რეალობა აქვს და უნდოდათ, რომ ყველას ამ ყალბ რეალობაში ეცხოვრა. მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებსაც, მაგრამ ყავლი გაუვიდათ. 20 ივნისის შემდეგ რა ზიანიც მათ მიიღეს, მათ ყველა ნიღაბი ჩამოუცვივდათ.

შესაბამისად, „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატიულ ხელისუფლებას ვეღარ დაარქმევს. უკვე მთელი თავისუფალი სამყარო ამაზე საუბრობს, ეს არის განაჩენი“, - განაცხადა მელიამ. 


close დახურვა