"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კადრების მასობრივად გადინება ხდება, საქართველოს ათასობით პოლიციელი ტოვებს.
"უწყებაში სამსახურის დატოვების მოთხოვნით ასეულობით დაწერილი პატაკი უკვე დევს, რომლებსაც არ უკმაყოფილებენ, მაგრამ ბევრი უკვე ამის გარეშეც გარბის. გარბიან და მექსიკის გავლით, ამერიკაში ჩასულები რეკავენ, რომ უწყება უკვე დატოვეს. გარბიან იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება გასაჩერებელ ადგილს არ უტოვებს ამ ქვეყანაში პატრიოტ ადამიანებს. ქვეყანაში იმხელა უპერსპექტივობაა, უიმედობაა და მათგან იმდენი უკანონო ბრძანების შესრულება ითხოვენ, რომ ამ უსამსახურო ქვეყანაში თავისით ტოვებენ სამსახურს, ქვეყანას."
მელია ამბობს, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში მომიშავე პირები სამსახურებს ტოვებენ იმის გამო, რომ მათ არ სურთ ოლიგარქის "პირად დაცვაში სამსახური".
"ისინი ტოვებენ სამსახურის რადგან არ სურთ, რომ რუსული ოცნება მათი ხელით ახდეს ამ ქვეყანაში. ტოვებენ იმიტომ, რომ არ სურთ იცავდნენ რუსებს და მათ იმპერიალისტურ გამოხტომებს. არ სურთ საქართველოს დამოუკიდებლობის არმცნობი, კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, პოზნერის ღომის წელვის დაცვა და შედეგად აღშფოთებული ქართველი ახალგაზრდების დაჭერა. მათ ასევე ასურთ უსამშობლო კადიროვისა და სერგეი ლავროვის ახლო მეგობრის, ოკუპაციის კანონის არა ერთხელ დამრღვევის, ცნობილი კადიროველის, ლევ ძენგოვის უსაფრთხოებას იცავდნენ ქართულ რესტორნებში დროს ტარებისას."
ენმ-ს თავმჯდომარის განცხადებით ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რუსული ოლიგარქიული რეჟიმის ცვლილებისთანავე შეიცვლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი უარყოფს, რომ უწყებას პოლიციელები მასობრივად ტოვებენ - უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა რაც მედია საშუალებებმა მოამზადეს მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების გადინების შესახებ.
21 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის გავრცელებული განცხადების მიხედვით, 145 ადგილზე ვაკანსია სასაზღვრო გამტარ პუნქტში მგზავრთა და ტრანსპორტის ნაკადის გაზრდით და რეგიონებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდის გამო გამოაცხადეს.