logo
ENG



მელია უგულავას საქმეზე: ამ გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დააშინოს ოპოზიცია

10 თებ 202019:13
3 წუთის საკითხავი
 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მელიას თქმით, ეს გადაწყვეტილება პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილებაა და ამით ის ცდილობს პროტესტის შეჩერებას.

„გამოსავალი რომ იყოს პოლიტიკური ლიდერების დაკავება ბიძინა ივანიშვილისთვის, რაიმე შანსი მაინც ექნებოდა ივანიშვილს თეორიული მაინც, ეს ნაბიჯი რომელიც ივანიშვილმა დღეს გადადგა არის პანიკით განპირობებული, ის არის შეშინებული, ის ხვდება რომ ნდობა საზოგადოებაში აქვს დაკარგული და ცდილობს და ებღაუჭება ხავსს, ცდილობს იქნებ დააშინოს ოპოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რა ქნას. აქ სწორად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, დღეს გიგი უგულავა ძვარაკად შეეწირა დროებით იმ ბრძოლას, რომელიც გამარჯვებით დამთავრდება ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის“,-განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.


close დახურვა