logo
ENG



მელია ღარიბაშვილზე: რაც ხშირად ისაუბრებს, როგორც საუბრობს, უფრო დაგვეხმარება გამარჯვებაში

22 ოქტ 202115:26
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია პრემიერ-მინისტრის პასუხად ამბობს, რომ მისი განცხადებები მათ გამარჯვებაში კიდე უფრო დაეხმარება. ფორმულასთან საუბარში მელია გამოეხმაურა ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მუნიციპალიტეტებში სხვა რომც გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე უპერსპექტივოა.

"ე.ი. მათ რისი თქმა უნდათ, რომ არჩევითობას არ აქვს აზრი? არ შეიძლება არსად ოპოზიციამ გაიმარჯვოს? სულ ჩვენ უნდა ვიყოთო? [...]

რაც უფრო მეტად გამოჩნდება ბატონი ღარიბაშვილი, რაც უფრო ხშირად ისაუბრებს ისე, როგორც საუბრობს, ის, აუცილებლად, ჩვენ უფრო დიდ გამარჯვებაში, უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაში დახმარებას გაგვიწევს და შეგვეხიდება. ამიტომ მეტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეტად პირდაპირ ეთერში ყველა არხზე" - ამბობს ის. 

 

 


close დახურვა