logo
ENG



მელია - სხვა გეგმაც გვქონდა, თუმცა უგულავამ გადაწყვიტა, მატროსოვის ციხეში თავისი ფეხით მისულიყო

10 თებ 202021:34
3 წუთის საკითხავი
 

 „ჩვენ სხვა გეგმაც გვქონდა, თუმცა გიგი უგულავამ მიიღო გადაწყვეტილება, „მატროსოვის ციხეში“ თავისი ფეხით მისულიყო“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უგულავას არ სურდა, მის დაკავებას თანაგუნდელებისა და მხარდამჭერების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა მოჰყოლოდა და ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

„ჩვენ სხვა გეგმაც გვქონდა, არა ის, რომ გიგი უგულავა თავისი ფეხით მისულიყო მატროსოვის ციხეში, მაგრამ რა თქმა უნდა გავითვალისწინეთ მისი თხოვნა, მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მისი წილი საბრძოლველი, მისი წილი გასაკეთებელი პროპორციულად გადანაწილდება ყველა დანარჩენ ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსებზე და არა მხოლოდ მათზე. არ უნდოდა, რომ მოყოლოდა მის უკანონო განაჩენის გამოტანას ის წინააღმდეგობის გაწევა და მირჩევნია გადავდგა ის ნაბიჯი, რომელსაც ვდგამო, ვიღებ უკანონო სასჯელსო. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ხვალიდან არ დაიწყება სრულიად სხვა პროცესები და გიგი უგულავა ზვარაკად შეეწირა გაერთიანებული, მთელი ოპოზიციური სპექტრის ერთობის კიდევ უფრო შედუღებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.


close დახურვა