ფიტნეს ინსტრუქტორები ისევ სპორტდარბაზებისა და დახურული საცურაო აუზების გახსნას ითხოვებ. სპორტსმენებმა და ტრენერებმა მთავრობის ადმინისტრაციათან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს. მათთვის გაუგებარია რატომ არის სპორტდარბაზების ამუშავება რისკის შემცველი.
როგორც ტრენერი გიორგი ვასაძე აცხადებს, აქციის მონაწილეები შესაბამის პირებთან შეხვედრასა და მათგან არგუმენტების მოსმენასაც ითხოვენ.
„მეოთხე თვეა შემოსავლის გარეშე ვართ. არსებობას ეხება უკვე და აღარ ვიცით რა ვქნათ. ველოდებით პასუხებს, რომ არგუმენტები მაინც მოვისმინოთ როდის გახსნიან და თუ არ გახსნიან, რატომ არ გახსნიან. დაგვისხდნენ გამყრელიძე და იმნაძე და არგუმენტები მოვისმინოთ რატომ არ გაიხსნა დარბაზი“, - აცხადებს ვასაძე.
30 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აუზებსა და ფიტნეს-ცენტრებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მომატებული რისკის გამო, ამ ეტაპზე, მათთვის რეგულაციების მოხსნა არ იგეგმება.