ლელო მერობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ბრიფინგზე ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გაიმარჯვონ ოპოზიციურმა კანდიდატებმა ამ დიდ ქალაქებში, რადგან ეს ნიშნავს ცვლილებებს, რომელიც დაგვიკვეთა ქართველმა ხალხმა და სულ სხვა გარემოს, ბევრად უფრო ჯანმრთელს, გამჭვირვალეს, ისეთ გარემოს, სადაც შესაძლებელი იქნება წინააღმდეგობა გავუწიოთ ქართული ოცნების მიერ დანერგილ ნეპოტიზმს, კორუფციას და შევძლოთ ოპოზიციამ ვმართოთ ქალაქები გამჭვირვალედ, ხალხის ჩართულობით" , - განაცხადა ჯაფარიძემ.
ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, მერის არჩევნების II ტური საქართველოს 20 ქალაქში გაიმართება, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.