logo
ENG



მერაბ დვალიშვილმა ჯონ დოდსონი დაამარცხა

16 აგვ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

„აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის" (UFC-ის) მორიგ ღონისძიებაზე ქართველი ქვემსუბუქწონოსანი  მერაბ დვალიშვილი  მე-12 ნომერ, გამოცდილ ჯონ დოდსონს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, მსაჯთა ერთხმა გადაწყვეტილებით (30-27) დაამარცხა.

ქართველს ბრძოლის პარტერში გადაყვანის 20 მცდელობა ჰქონდა, რომლიდანაც ორი წარმატებით დაასრულა. დვალიშვილს დიდი უპირატესობა ჰქონდა ახლო ბრძოლაში  და დარტყმების დიდი რაოდენობაც სწორედ ამ კომპონენტში ბრძოლისას დააგროვა.

ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში მერაბმა განაცხადა, რომ შემდეგ მეტოქედ ორგანიზაციის ამომავალ ვარსკვლავ შონ ო'მალის ისურვებდა. 


close დახურვა