მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი დვალიშვილის უპირატესობით მიმდინარეობდა.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.
დვალიშვილი UFC-ის უკვე მეორე ქართველი ჩემპიონია - ილია თოფურიას შემდეგ.