logo
ENG



მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

13 ოქტ 201920:43
3 წუთის საკითხავი
 
3u2qtkkqupl8n2i.png

მერაბ კოსტავას ტრაგიკული და დღემდე საიდუმლოებით მოცული სიკვდილიდან 30 წელი გავიდა.

თანამოაზრის და უახლოესი მეგობრის დაკრძალვის დღე გამოსამშვიდობებელ სიტყვაში 9 აპრილს შეადარა ზვიად გამსახურდიამ.

მომავალში საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, იზრდებოდა ოჯახში, სადაც ანტიკომუნისტურ განწყობას ღიად გამოხატავდნენ. ის  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაიბადა. თავდაპირველად ვაჟთა მე-7, შემდეგ კი პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა. სწორედ აქ შეხვდა ის ზვიად გამსახურდიას. სიყრმის მეგობრები მომავალში თანამებრძოლები გახდებიან.

17 წლის ასაკში მერაბ კოსტავამ უკვე აქტიურად დაიწყო ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის. ამ იდეით ანთებული 9 ახალგაზრდა - ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ანატოლი მიქაძე, თამაზ გონჯუა, ვოვა სიხარულიძე, ჯონდო მეტრეველი, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე და გურამ დოჩანაშვილი 1956 წელს არალეგალური ორგანიზაციას - „გორგასლიანს" აარსებენ. ამავე წელს "გორგასლიანელები" მცირე რაოდენობით პროკლამაციებს ბეჭდავენ.  

მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა. ეს დღე ამ დრომდე საიდუმლოებითაა მოცული.  

 

 


close დახურვა