logo
ENG



მერიამ აუქციონის გამარჯვებულად ოცნების დეპუტატის კომპანია „არქი“ დაასახელა

07 დეკ 201912:10
3 წუთის საკითხავი
 
prd02elzz3sw9q8.jpg

კახა კალაძე სისულელეს უწოდებს ინფორმაციას შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე, რომელსაც სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური იკვლევს. არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში მერიის პროექტით კორპუსების აშენების სურვილი „ინო კონსტრაქშენმა“ გამოთქვა, თუმცა აუქციონის გამარჯვებულად მერიამ კალაძის მეგობრისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატის - ილია წულაიას კომპანია „არქი“ დაასახელა.

თბილისის მერი არ ადასტურებს რომ სწორედ შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე დაწყებული გამოძიება გახდა იმის მიზეზი, რომ გუშინ ის უმრავლესობის სხდომას არ ესწრებოდა. კახა კალაძის განმარტებით, „ოცნების“ ოფისში ის იმის გამო ვერ მივიდა, რომ გამგეობების ანგარიშს ისმენდა.

„სასაცილოა. თქვენ, როგორ ფიქრობთ ახლა მე იდიოტის შთაბეჭდილებას ვტოვებ? არ ვტოვებ. ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ და არასდროს არ მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც, პირველ რიგში, ჩემთვის იქნება დამაზიანებელი. კომპანია, რომელიც იყო გამარჯვებული, ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია. ეს არის მშენებლობა იმისთვის, რომ ჩვენ დაზარალებულებს გადავცეთ საცხოვრებელი ფართები. შემდეგი კომპანია, რომელიც იყო გამარჯვებული, ეს იყო „არქი ჯგუფის“ მიერ დაარსებული ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც გადაეცა ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი ვალდებულებით, უნდა დახარჯოს დაახლოებით 15 მილიონი ლარი და 7 000 კვადრატული მეტრი მიწა და გადასცეს დედაქალაქის მერიას,“ - განაცხადა თბილისის მერმა.


close დახურვა