logo
ENG



მერიამ თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

10 ნოე 202021:34
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/10/4202kmz1qrzuc4w.jpg

თბილისის მერიის ცნობით, შპს თბილსერვის ჯგუფმა დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. შესაბამისი სამუშაოები პირველ ეტაპზე, დავით გურამიშვილის გამზირზე ჩატარდა.

"კინოთეატრ საქართველოდან მეტროსადგურ სარაჯიშვილამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება", - წერია მერიის განცხადებაში. 


close დახურვა