logo
ENG



მერია: დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების დემონტაჟი დავიწყეთ

23 აპრ 202109:32
3 წუთის საკითხავი
 
კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2

თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. #24-ის მიმდებარედ, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო.

მერია განმარტავს, რომ მანამდე, მოქალაქეებმა მიმართეს, რის შემდეგაც ჩატარდა ინსპექტირება. მათი ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ათამდე ფაქტი გამოვლინდა.

თბილისის მერიის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები დიდ დიღომში ავტოფარეხების დემონტაჟისთვის დილიდან მივიდნენ.

ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ ავტოფარეხების დანგრევის გადაწყვეტილება კონკრეტული პირის ინტერესში შედის. 

"ვიღაცის ინტერესია, რომელიც მუშაობს მერიაში და იმის ინტერესის გამო მოდიან. აქ ცხოვრობს ის ვიღაც და ეს ავტოფარეხები უშლის ხელს. როცა ჰკითხეს, რატომ უნდა დაანგრიონო, მე უნდა დავაყენო მანდ მანქანაო", - ყვება ის. 

 


close დახურვა