logo
ENG



მერია: მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

14 მარ 202217:14
3 წუთის საკითხავი
 
მერია: მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
Azov Mariupol/Handout via REUTERS

დღეს, 14 მარტს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მარიუპოლის მერიის წარმომადგენელმა, პეტრ ანდრიუშჩენკომ გაავრცელა. მისივე თქმით, 50-ზე მეტმა კერძო მანქანამ უკვე შეძლო ქალაქის დატოვება.

"13:00 საათის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს ფაქტობრივი დადასტურება მარიუპოლის მარშრუტზე, კერძო ტრანსპორტის, ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით (გამგზავრება: მელეკინოში - პორტოვსკოე - მანგუში - ბერდიანსკი - ზაპოროჟიე)... ამ დროისთვის, საგუშაგოების გავლა პრობლემა არაა", - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ოფიციალურად ვერ უზრუნველყოფს ამ დერეფნის უსაფრთხოების გარანტიას.

"ეს არის ერთადერთი დერეფანი, რომელიც რეალურად მუშაობს დღეს", - დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მარიუპოლი ფაქტობრივად დაბლოკილი იყო, როგორც ევაკუაციისთვის, ასევე ჰუმანიტარული ტვირთისთვის.


close დახურვა