logo
ENG



მერია პარლამენტთან 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

13 ივნ 202411:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/13/318540kuk8wjuwb.png

მერია პარლამენტთან 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება და ივლისის თვეში დასრულდება.

კალაძე ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდება ტროტუარები და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე შეიცვლება საავტომობილო მოძრაობის სქემაც.

"სამუშაოების მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით" - თქვა კალაძემ.


close დახურვა